„ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ… ნუ ჭიჭინებ, მაცადე ერთი კაცო“ –  დეპუტატი დეპუტატს

საკანონმდებლო ორგანოში სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად, ერთმანეთის უმრავლესობის დეპუტატი და ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდა.

ირაკლი ზარქუას, რომელსაც სალომე სამადაშვილის გამოსვლა არ მოეწონა, მას ხელმოცარული ყოფილი დიპლომატი უწოდა.

„ხშირად მიწევს ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება. ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ყოველთვის მინდოდა ეს მეთქვა. ხელმოცარული დიპლომატი ხარ და ისიც ყოფილი. ნუ ჭიჭინებ მაცადე ერთი კაცო“ – მიმართა ირაკლი ზარქუამ სალომე სამადაშვილს.

 

მსგავსი თემები