,,სინამდვილეში, გვარამია არის, ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი”- არჩილ თალაკვაძე

,,სინამდვილეში ნიკა გვარამია  არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ,”- ასე ეხმიანება არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით,  ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება, დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში.

„ჩვენ გვახსოვს ანალოგიური შეფასებები იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც, როდესაც ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველიც, სხვადასხვა ორგანიზაციებიც და მედიის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასმართლომ თითქოს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვნახეთ, რომ ორი წლის შემდეგ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა ეს საქმე, გამოიტანა გადაწყვეტილება და ცალსახად თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს ჰქონდა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ სამწუხაროდ აღარ გვსმენია იგივე ადამიანების შეფასებები მათ მიერ წინა ორი წლის განმავლობაში გაჟღერებულ დასკვნებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მათ შერჩათ. საბოლოო ჯამში, ამით დააზიანეს საქართველოს სასამართლოს სისტემა და ნდობა, რომელიც მის მიმართ უნდა არსებობდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მით უმეტეს, რომ ომბუდსმენს ალბათ ყველაზე მეტად მოეთხოვება, რომ დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში. მას აქვს უფლება, რომ რეკომენდაციით მიმართოს თუნდაც პრეზიდენტს, თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები