„გამოვრიცხავ მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი”- სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის განცხადებით, გამორიცხულია საქართველომ უპირობო კანდიდატის სტატუსიუპირობო კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, ევროპული საბჭოს სხდომაზე კაცრი პოლიტიკური პირობები იქნება იქნება დაწესებული „ქართული ოცნებისთვის“.

„გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ ამ ეტაპზე, იმ ყველაფრის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი პირობითობა, რა პერსპექტივაც არ უნდა მოგვენიჭოს ევროპული საბჭოს სხდომაზე; ზუსტად არ ვიცი, ეს რა გადაწყეტილება იქნება, იქნება ეს კანდიდატობა პირობითი თუ პერსპექტივა ევროპული პირობითი, მაგრამ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პირობები იქნება, ჩემი აზრით, დაწესებული „ქართული ოცნებისთვის“.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტული პოლიტიკური პირობების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ეს ეხება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და სხვა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც, სამწუხაროდ, დღემდე არ გააკეთა არაფერი მრავალი მოწოდების მიუხედავად, განეცხადებინა, რომ მიშელის დოკუმენტში ბრუნდება; შესაბამისად, იღებს ვალდებულებებს, რომ ყველა მიმართულებით სწორად გადადგას რაიმე ნაბიჯები წინ, არ შეისმინა ჩვენი მოწოდებები და ამის შედეგად, მე ვშიშობ, რომ ვიხილავთ ევროპულ საბჭოზე, სადაც, სამწუხაროდ, მივიღებთ ბევრად ნაკლებს, ვიდრე შეიძლებოდა, რომ მიგვეღო, ჩვენ რომ გვყავდეს დღეს ხელისუფლება, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები