ლიეტუვა თურქეთისგან შეძენილ „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინას გადასცემს

ლიეტუვამ  თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა და „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვა უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინას გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეალიზაციის შეთანხმებაზე დოკუმენტს ​ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.

მსგავსი თემები