დიდი ბრიტანეთი აშშ-სგან ნებართვას ითხოვს, ხელი მოაწეროს ამერიკაში წარმოებული, მოწინავე, საშუალო-რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემას.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე საუბარი უკვე შედგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის.
გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის „ემ-270“ ტიპის სარაკეტო სისტემის გაგზავნა სურს, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, თუმცა ექსპორტისთვის ნებართვა მწარმოებელმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს.