სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავეს, რომელმაც სკოლის თანხა აზარტულ თამაშებში დახარჯა

დაკავებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დარცელის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დაკავებულმა ასობით ათასი ლარი მიითვისა და აზარტულ თამაშებში დახარჯა.

„სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – განმარტავენ პროკურატურაში.

 

მსგავსი თემები