,,რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო”- ჯორჯ სოროსი

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ     რუსეთის  უკრაინაში ინტერვენცია  შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გამხდარიყო. მისი თქმით,   მსოფლიოში ცივილიზაციის და სიმშვიდის შენარჩუნების წინაპირობა, პრეზიდენტ პუტინის ძალების დამარცხებაა.

„უკრაინაში ომი შესაძლოა, ყოფილიყო მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, რასაც ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა, ვერ გადაურჩებოდა. ჩვენი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთეო და ერთადერთი გზა არის პუტინის რაც შეძლება მალე დამარცხება. ეს არის მთავარი“, – აღნიშნა სოროსმა.

სოროსის განცხადებით, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ემზადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად.

„თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან პუტინს ვერ ენდობი. რაც უფრო სუსტია პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“, – განაცხადა სოროსმა.

მსგავსი თემები