ტეხასში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის ინფორმაციით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში შეჭრამდე, თავდამსხმელმა თავისი ბებია მოკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია. როგორც ირკვევა რომასმა ცეცხლსასროლი იარაღი მაშინვე იყიდა, რაც სრულწლოვანი გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ამერიკელებს მოუწოდა, იარაღის გავლენიანი ლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მსგავსი თემები