,,მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება”- ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია მის პირად ექიმს უკვე გადაეცა. დამოუკიდებელ ექიმთა კონსილიუმი 400-გვერდიანი დოკუმენტის შესწავლას იწყებს.

ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

,,აქ არის სამი პრობლემა – საჭმლის მიუღებლობა, კუნთების ატროფია და ამას კიდევ დაემატა ის ცვლილებები, რაც გამოიხატა MRT-ს გამოკვლევის შემდეგ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ზურგის ტვინის პრობლემები. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება, რადგან ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს ადრე თუ გვიან”, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მსგავსი თემები