საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, სიმძლავრე კი 3.2 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოში ყოველდღიურად ხდება, რადგან კავკასია სეისმურად აქტიური ზონაა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს განუცხადა, დადებითია, რომ დაგროვილი ენერგიის გამოშვება პატარა მიწისძვრებით ხდება და არა შედარებით მძლავრი მაგნიტუდით.

მსგავსი თემები