თბილისის გენგეგმის დოკუმენტში ცვლილებები სისტემატურად შევა – რიმა ბერაძე

თბილისის საკრებულოს წევრის, დეპუტატ რიმა ბერაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ცოცხლი დოკუმენტია, რომელზე მუშაობაც და მასში ცვლილებების შეტანა სისტემატურად იქნება საჭირო.

​​მისივე
 თქმით, გენგეგმის დოკუმენტში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა ზონირების საკითხი, რომელიც კანონმდებლობას იყო აცდენილი. ასევე, სათანადოდ არ იყო გაწერილი კერძო საკუთრების შესახებ რეკომენდაციები. თუმცა ეს საკითხები ახლა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

“დღეს „სითი ინსტიტუტი“ ამბობს, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები გენგეგმის პროექტში სრულად არის ასახული“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ.

მან თბილისის მიწათსარგებლობის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა და ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს მოუწოდა, ნუ ეცდებიან გენგეგმის თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.

მისი შეფასებით, საკრებულოს დეპუტატების ოპოზიციური ნაწილი ცდილობს საზოგადოების წინაშე გენგეგმასთან დაკავშირებული პროცესები უარყოფითად წარმოაჩინოს.

„როდესაც ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მისამართით მმართველ გუნდს კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა, საკრებულოს ოპოზიციაც ამ შენიშვნებს იზიარებდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ამ ხარვეზების გამოსწორება ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც სასიხარულო იქნებოდა. ეს ქალაქი არის ჩვენიც და თქვენიც, ჩვენო ოპოზიციონერო კოლეგებო. მოდით ნუ მოვახდენთ გენგეგმის თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას”, – აცხადებს ბერაძე.

მსგავსი თემები