,,ულტიმატუმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი”- დიმიტრი ხუნდაძე

,,მკურნალობის რა პრინციპი და რა მისამართი უნდა იყოს არჩეული, ეს არის ექიმების დასადგენი, იმ ანალიზების საფუძველზე, რაც გაკეთდება კლინიკაში,” – აღნიშნული კომენტარი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.

„ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებენ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე პოლიტიკოსები და მეტს ისაუბრებენ ექიმები, პაციენტისთვის იქნება სასარგებლო ახლა, ულტიმატუმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუნდაც მისი ცილის დეფიციტის შესაძლო დაშვებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჭარბი ვიზიტორები პაციენტისთვის არ არის სასურველი. ამიტომ დავუჯეროთ ექიმებს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები