ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე ჰუმანიტარულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
,,გუშინ რუსებმა შეგნებულად ესროლეს ჰუმანიტარულ მანქანას. სატვირთო მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და ლისიჩანსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მოსახლეობას საკვები მიაწოდა. ლისიჩანსკი-ბახმუტის გზაზე მანქანას მტრის ნაღმი მოხვდა. საბედნიეროდ, მძღოლი ცოცხალია. გზა ისევ სახიფათოა,” – აცხადებს გაიდაი.
გაიდაის თქმით, რუსმა სამხედროებმა სცადეს რუბეჟნოეს აღება, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
,,რუსი მკვლელები შეიჭრნენ ნიჟნიში, ტოშკივკასა და ორიხოვოში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ორკები ემზადებიან სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის”, – სერგეი გაიდაი.