,,არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი უნდა შეიცვალოს”- ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით,  ერთადერთი გზა რუსული აგრესიისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაა.

მინისტრის განცხადებით, 2008 და 2014 წელს კრემლის მიერ განხორციელებული ქმედებები ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ლანდსბერგისის განმარტებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პუტინის გამოსვლა აშკარას ხდის, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის.

,,გამარჯვების დღეს პუტინის ყოველწლიური გამოსვლა და გენერლების პირქუში სახეები აშკარად აჩვენებდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის. ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რადგან, შეიძლება წავიდეს პუტინი, თუმცა მის ადგილას შემდეგ სხვა პუტინი მოვიდეს.

სანამ რუსეთის ტერიტორიის გარეთ ომების წარმოების განზრახვა არსებობს, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს ყოველთვის საფრთხე ემუქრება. მათთვის, ვინც ეჭვობდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში და 2014 წელს, როდესაც დაიწყო პირველი ომი უკრაინაში, დადასტურდა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ეს ძალიან ნათელია,”- აცხადებს  გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მსგავსი თემები