„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  დაჩქარებული წესით, განიხილა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით კარგად არის დაცული უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებები საქართველოში.

,,არის სტატუსები მათ შორის, ლტოლვილის სტატუსი,  საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი სტატუსი, დროებითი დაცვის ქვეშ  მყოფი პირის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი აქედან გამომდინარე  „როგორც კი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი  საქართველოში შემოვა და დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას სურს კანონით გათვალისწინებული რომელი სტატუსის მიღება, იმ წუთიდან ის ითვლება მაძიებლად, რაც იმის გარანტიაა, რომ მისი გაძევება,  ექსტრადიცია არის დაუშვებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასეთი ჰუმანურად უდგება ამ საკითხებს, სამწუხაროდ, არსებობს პრაქტიკაში ისეთ მაგალითებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ შეღავათებს და პროცედურებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. 

მსგავსი თემები