კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა უკრაინელებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციით მოახერხეს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო ხომალდზე, კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა აშშ-ის მიერ, უკრაინისთვის გადაცემული სადაზვერვო მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი – ამის შესახებ ინფორმაციას, ამერიკული ტელეკომპანიები ავრცელებენ.

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, რომლებმაც შავ ზღვაში რუსული ხომალდის კონკრეტული ადგილმდებარეობა შენიშნეს, რის შემდეგაც ამერიკელი მოკავშირეებისგან მიიღეს დასტური, რომ ეს ხომალდი ნამდვილად კრეისერი „მოსკოვი“ იყო. შეერთებულმა შტატებმა ზუსტი სადაზვერვო ცნობები მიაწოდა უკრაინულ მხარეს ამ ხომალდის კონკრეტული ადგილმდებარეობის თაობაზე.

Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე, უკრაინულ მხარეს გაუჭირდებოდა კრეისერ „მოსკოვის“ სამიზნეში ამოღება და დაუდასტურებელი ინფორმაციის გარეშე ისედაც მწირი რაოდენობის მქონე „ნეპტუნის“ რაკეტის გასროლა.

 

მსგავსი თემები