,,ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ”- რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია.

„როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას, რასაც მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები