რუსული ძალების დიდი ნაწილი მარიუპოლს ტოვებს

რუსული ძალების დიდი ნაწილი მარიუპოლიდან გადის – ამის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთმა “აზოვსტალზე” ავიაიერიშები დღეს დილით განაახლა. პარალელურად ტერიტორიაზე გრძელდება უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება.

ამასთან, დღეს ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაა დაგეგმილი. ჰუმანიტარული  დერეფნების გახსნა ადგილობრივი დროით 12 საათზე არის  დაანონსებული.

 

მსგავსი თემები