“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 6 წევრი ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარტიის წევრების თქმით სამართალდამცავებმა მათ კობახიძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მისცეს.

მსგავსი თემები