ევროპაში პარასკევს საღამოს დაწყებულ ქარიშხალს 9 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „იუნისი“ დაატყდა თავს. ძლიერი ქარიშხალი პარასკევს საღამოს დაიწყო და ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს მიაღწია.

სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. ნიდერლანდებში შტორმის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. ჰააგაში ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის რისკის გამო რამდენიმე ათეული სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

გერმანიაში მამაკაცს მოგლეჯილი ხე დაეცა , ბრიტანეთში ქარიშხალმა მეწყეწრი გამოიწვია. ამის გამო მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში 430-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.

მსგავსი თემები