„არც შეწყალებაზე, არც პრეზიდენტის სხვა საქმიანობაზე გამოძიება არ იწყება“ – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ გამოძიება პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზეც არ იგეგმება.

“გაუგებარია, საერთოდ, საიდან დაიწყო გამოძიებაზე საუბარი. მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ. ყველა შეფასება, რაც დებატების ფორმატით პარლამენტში გაკეთდა,  პოლიტიკური შინაარსის შეფასებები იყო და არა სამართლებრივი. არანაირი გამოძიება არ იწყება, არც შეწყალების საკითხზე, არც მის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დეპუტატმა შეწყალების პოლიტიკის პრობლემასთან დაკავშირებით ისაუბრა. ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არაფერი სხვა“ , – განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ურჩევენ, ასევე, სამართალდამცველებს პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვენ.

 

მსგავსი თემები