„ეს პროცესი და საქმე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება“ – კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს საქმე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

„იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი  იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად და სამართლიანად წარიმართება. პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, იმედი გვაქვს, ეს ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი იქნება”,- განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები