“არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის” – ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვით გამოვიდა. მან პალატის წევრებს უკრაინიდან მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს და უკრაინის საჰაერო სივრცე აუცილებლად უნდა დაიხუროს. მან უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ნაცისტებთან ბრძოლას შეადარა სანქციების არასაკმარის ეფექტზეც ისაუბრა. „პირველ დღეს, ღამის ოთხ საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვესხნენ თავს. გაიღვიძა ყველამ, ხალხმა, ბავშვებმა, მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ არ გვიძინია. ყველა ჩვენგანი იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი არმიით. მეორე დღეს, ჩვენზე საჰაერო იერიშები მოიტანეს. ჩვენი გმირი ჯარისკაცები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, როდესაც რუსულმა ძალებმა დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრძოლა გაგრძელდა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალები“ – აღნიშნა…

მეტი...

„შუძლია აიღოს ქალაქი, თუმცა, ვერასდროს შეძლებს მის შენარჩუნებას“ – ჯო ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მორიგ გზავნილს ავრცელებს და ეუბნება, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის შენარჩუნებას. „მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე მათ, ვინც ლტოლვილები გახდნენ. მათ უნდა ქონდეთ ყველა საჭირო საშუალება. ჩვენ  უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას. რუსეთი, შესაძლოა, საშინელ ფასად კვლავ გააგრძელებს თავის წინსვლას, თუმცა ერთი რამ ცხადია –  უკრაინა ვერასდროს იქნება პუტინის გამარჯვება. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის შენარჩუნებას“ – აცხადებს ჯო ბაიდენი. „პუტინის ომი“ – ასე უწოდებს ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომს. „უკრაინელებმა თავისი სიმამაცით, პატრიოტიზმითა…

მეტი...

ჯილდო მილიონი დოლარი  რუსულ თვითმფრინავისთვის

ვინც უკრაინულ მხარეს რუსულ თვითმფრინავს გადასცემს, ჯილდოს სახით მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნული გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრმა დავით არახამიამ გააჟღერა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, გადაუხადოს მილიონი აშშ დოლარი ნებისმიერ პირს, ვინც მათ აგრესორების თვითმფრინავს გადასცემს. „კონცერნი „Укроборонпром“ გადასცემს პრემიას მილიონი დოლარის ოდენობით მოპარული, ან ნადავლი რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის, ხოლო 500 ათას დოლარს მტრის ვერტმფრენისთვის“ – აცხადებს არახამია. პრემია ეხებათ რუს სამხედროებსაც, თუ ისინი სამხედრო საფრენ აპარატს უკრაინას გადასცემენ.  

მეტი...

„აშშ აწვდის უკრაინას იარაღს და ეს კიდევ გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკა და მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრეს. „რაც დღეს მივიღეთ, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან. ვიმსჯელეთ ევროპის ლიდერებთან ერთად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად. აშშ აწვდის  შეიარაღებას უკრაინას და ეს პროცესი გაგრძელდება.  იგივე ნაბიჯს დგამს გერმანიაც. ამას გარდა, უზრუნველვყოფთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით. ასევე მათ, ვინც ლტოლვილები გახდნენ. მათ უნდა ქონდეთ ყველა საჭირო საშუალება. ჩვენ  უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. „მივიღებთ უფრო მკაცრ…

მეტი...

ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კიდევ ერთხელ დაარტყა  

„თავისუფლება ღირს ძვირი“ – აცხადებენ ამერიკელი სენატორები და რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე უარს აცხადებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა რამდენი წუთის უკან გამოაცხადა. „ნავთობი, გაზი და ნახშირი არ იქნება იმპორტირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იქნება დიდი დარტყმა რუსეთის ფედერაცისთვის. ჩვენ არ დავასუბსიდირებთ პუტინის ომს. ეს იქნება ჩვენი პასუხი პუტინის ომზე. ევროკავშირი ამ გადაწვეტილების მიღებაში იყო ჩვენი ერთგული.  ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას პუტინზე და მის მანქანაზე“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. რომელიც თეთრ სახლში განცხადებას ამ წუთებში აკეთებს.

მეტი...

ჯო ბაიდენი რუსეთიდან ნავთობისა და ნახშირის აკრძალვის გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

მსოფლიო აშშ-ის  პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჯო ბაიდენი დღეს სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს, სადაც  რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ აღნიშნულ  ნაბიჯს ცალმხრივად, ევროპელი მოკავშირეების გარეშე მიიღებს, რომ ევროპელ ქვეყნებს შორის უთანხმოება არ მოხდეს. ევროკავშირის ქვეყნები კი რუსულ გაზსა და ნავთობზე მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე აშშ.  

მეტი...

საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად

საფრანგეთი  ქალაქები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ერთიანდებიან. ქალაქ არასში შეხვედრა გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრას მერიისა და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხალისეები კი ეთნიკურად უკრაინელები, რუმინელები ქართველები და  ფრანგები იყვნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარება აღუთქვეს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს უკვე ელოდება და მათ დასახმარებლად მზადაა  

მეტი...

უკრაინაში 400-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი დევნილად იქცა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე, უკრაინის მხარეს 400-ზე მეტ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა. დაღუპულების შესახებ სტატისტიკა გაცილებით ბევრის და მისი დაზუსტება საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. „ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  801-ზე მეტი  დაშავდა. უმრავლესობა ავიაიერიშებისა და დაბომბვების შედეგად დაშავდა“ – აცხადებენ გაეროში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის – ლიზ ტროსელის განცხადებით, რეალური მონაცემები გაცილებით დიდია. რაც  შეეხება უკრაინიდან დევნილ მოსახლეობას,  2 მილიონს გადააჭარბა.  ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, დევნილთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, 140 000-ზე მეტი სლოვაკეთში, 190…

მეტი...

„უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, უარესი წინ არის“ – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთი რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლირების ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ მისგან უარესია მოსალოდნელი და ყველაფერი წინ არის. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს – ენტონი ბლინკენს შეხვდა. აღნიშნული განცხადება მან პრესკონფერენციაზე ბლინკენთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება თეთრი სახლის წარმომადგენელს, ენტონი ბლინკენის შეფასებით, აშშ „აგრძელებს იმედს უკეთესობისკენ“, მაგრამ „უარესისთვისაც მზადაა“. „დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება. არ წყდება ცნობები ჰუმანიტარულ დერეფნებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების შესახებ. პრეზიდენტი პუტინი რუსეთს გარიყულად აქცევს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

მეტი...

„ომის ბავშვი“ გადარჩა, ოჯახის წევრებიც იპოვა და არ ტირის

კადრები, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და ყველა ამ უკრაინელი დევნილი ბავშვის მდგომარეობას განიცდიდა და დარდობდა, ყველაფერი კარგად დასრულდა. ოჯახის წევრებმა ბავშვი იპოვეს და ამჟამად, პოლონეთში უსაფრთხოდ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ პატარამ უკრაინის საზღვარი მარტო, სულ მარტო დატოვა. ტიროდა, მშობლებს ეძებდა, თუმცა, გვერდით არავინ ჰყავდა. „ომის ბავშვი“ – შემზარავი კადრები (ვიდეო)

მეტი...

უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები დაბომბეს

ოკუპანტის ჯარებმა, მორიგი იერიში უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებზე მიიტანეს და დიპლომატიურ წარმომადგენლობების  ოფისები დაბომბეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბილია საბერძნეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები. „მარიუპოლში რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც განთავსებული იყო საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისი, ასევე დაზიანდა სლოვენიისა და აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოების შენობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.  

მეტი...

ბელორუსიდან კიევისკენ მძიმე ტექნიკა დაიძრა

ბელორუსში, ქალაქ გომელიდან გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, უკრაინის მიმართულებით, ბოლორუსის გავლით როგორც მიემართება სატვირთო მატარებელი, რომელიც სავსეა ტანკებითა და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობით. ვიდეომასალა რამდენიმე წუთიანია და ასახულია უწყვეტი ნაკადი სამხედრო შეიარაღებით დატვირთული მატარებლის. უკრაინაში კი აცხადებენ, რო რუსული არმია კიევის ასაღებად ემზადება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის დედალაქთან  კადიროვის, ვაგნერის და “კემეროვოს” დაჯგუფების წევრები არიან მობილიზებულები. რუსები სამი მიმართულებით უტევენ ოდესასაც. რუსული ტექნიკა ან წუთებში გაჩერებულია ოდესიდან 160 კილომეტრში. რუსები ოდესას უტევენ ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

მეტი...

„მშვიდობიანი ქალაქი სუმი ისევ დაიბომბა“ – ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში საკმაოდ ბევრი ტექნიკა და სამხედრო შეიარაღება დაკარგა, თუმცა, ნაცისტების მათ ტერიტორიაზე შეჭრას არაერთი ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. „რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა. მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან. მაგრამ არის ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და…

მეტი...

ლვოვის მუზეუმიდან კულტურულ საგანძურს ცლიან

ლვოვის ეროვნული მუზეუმი ცარიელდება. რუსული ნაღმებისგან საგანძურის გადასარჩენად, მუზეუმის დაცლა დაიწყო. ყველაფერს ფუთავენ და სარდაფებში მალავენ. როგორც მუზეუმის დირექტორი  CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, ერთადერთი გადარჩენა ექსპონატების დასაცავად, მისი დარბაზებიდან გატანაა. „ვხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი საცხოვრებელ ტერიტორიებსა და ადამიანებსაც კი, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. ისინი გარანტიებს იძლეოდნენ, რომ ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ მათ ვერ ვენდობით. უნდა ვიზრუნოთ მემკვიდრეობაზე, ეს ჩვენი ეროვნული საგანძურია”, – აცხადებს მუზეუმის დირექტორი  იგორ კოჟანი. რუსებმა ერთი მუზეუმი, სადაც ცნობილი უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები ინახებოდა, გაანადგურეს. მას ცეცხლი წაუკიდეს და მთლიანად დაიწვა.  

მეტი...

„ხომ არ დავრჩებით ხორბლის და ფქვილის გარეშე“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„მნიშვნელოვანია, ხორბლის მარაგის შევსება ნებისმიერ ფასად“ – ეს განცხადება “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ  „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და უპასუხა კითხვასაც ხომ არ დავრჩებით ხორბლის და ფქვილის გარეშე. „კითხვაზე, ხომ არ დავრჩებით ხორბლის და ფქვილის გარეშე, ჩემი პასუხი შემდეგია: ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩება, თუმცა, რაც შემოვა, იქნება ძვირი და ბზარზე აისახება. ეს მოხდება სავარაუდოდ  თვენახევრის შემდეგ. შეიძლება, ამან იმოქმედოს პურის ფასზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ პირდაპირ თქვა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, სახელმწიფო ჩაერევა, მოხდება სუბსიდირება ხორბალზე ან ფქვილზე“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.…

მეტი...

„ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩება თუმცა, რაც შემოვა, იქნება ძვირი“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„ერთთვიანი მარაგი არის ხორბლად და დაახლოებით 1 თვიანი ფქვილად. სწორედ, მარაგის დანიშნულება ის არის, რომ კრიზისულ მომენტებში მყისიერი დარტყმები არ მოხდეს ქვეყანაზე. მეორე შემთხვევაა გადართვა სხვა ბაზრებზე. მათ შორის ყაზახეთზე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა. მისი შეფასებით, ფასების ზრდა რომ არ მოხდეს, მთავრობა სუბსიდირებასაც განიხილავს. „ხორბლის გარეშე ქვეყანა არც ერთ ვარიანში დარჩება, თუმცა, რაც შემოვა, იქნება გაცილებით ძვირი, რადგანაც რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს ვერ აწოდებს ხორბალს. რასაკვირველია, გარკვეულ ვადაში, შესაძლებელია, ეს ბაზარზე აისახოს.  ჩვენთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის, ამ ეტაპზე…

მეტი...

საქართველოს, ჯამში,  ხორბლის და ფქვილის 2 თვიანი მარაგი გააჩნია  – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველო ფქვილისა და ხორბალს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებდა, სადაც, ერთში ომია გაჩაღებული, მეორე კი პირველს ბომბავს. უკრაინა და რუსეთი სწორედ ის ქვეყნების საიდაც როგორც ხორბლით ისე ფქვილით ვმარაგდებოდით. როგორც  „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ  მთავარში“ განაცხადა, 2 თვე ქვეყანას პრობლემა არ იქნება, შემდეგ კი მარაგი ნებისმიერ ფასად უნდა შეივსოს. „იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სერიოზული დაღი დაასვა ყველა მიმართულებას, მათ შორის მოექცა ხორბლის ბაზარიც, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ხორბლის მიწოდების 30% მოდის რუსეთსა და უკრაინაზე. შესაბამისად, ომმა გავლენა იქონია ბაზარზე. რუსული და უკრაინული „პორტები“ შავი…

მეტი...

„ოკუპანტების თანამზრახველი“ – უკრაინული საიტი თორნიკე რიჟვაძეზე

ოკუპანტების თანამზრახველი – ამ სექციაში შეიყვანა უკრაინულმა საიტმა myrotvorets აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ამის მიზეზი რიჟვაძის  მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც დასმულ კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა. ცნობისთვის: myrotvorets [მშვიდობისმყოფელი] – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრია; საიტი უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს და აღრიცხავს იმ მოხალისეებს, დაქირავებულ მკვლელებს, სამხედროებსა, თუ ომის დამნაშავეებს ვინც ოკუპანტების მხარეს იბრძვის.

მეტი...

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები, ვნახეთ, რა გააკეთა მან საქართველოში 2008 წელს – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა “ნიუ-იორკ ტაიმსთან” ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიომ პუტინის აგრესიის გაკვეთილები ვერ ისწავლა, თუმცა, ყველას ახსოვდა, როგორ მოექცა ის საქართველოს 2008 წელს, უკრაინას 2014 წელს. ჯონსონის შეფასებით, რუსეთს მეორე ლოყა დიდი ხანია მიუშვირეს: „გასული კვირის განმავლობაში, უკრაინაში მწვავე სცენების საპასუხოდ, დასავლეთის ერთიანობა შთამბეჭდავი და გამამხნევებელი იყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩემი თითქმის ყოველდღიური საუბრებიდან ვიცი, რომ ამან, უკრაინელებს გარკვეული კომფორტი მისცა გაჭირვების დროს. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახავს საერთაშორისო კრისიზი, რომლის დროსაც, რუსული ომის მანქანა თავის რისხვას ამაყ დემოკრატიაზე ავრცელებს და სადაც გამყოფი ხაზი, ბოროტსა…

მეტი...

„მტერმა გაანადგურა 1862 წელს აგებული, ღვთისმშობლის შობის ტაძარი… ესენი ადამიანები არ არიან!“ – ზელენსკი

„ჟიტომირის რეგიონში მტერმა გაანადგურა 1862 წელს აგებული, ღვთისმშობლის შობის ტაძარი… ესენი ადამიანები არ არიან!” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმრ ზელენსკი  მორიგ ვიდეომიმართვაში  აცხადებს და განმარტავს, რომ რომ ოკუპანტებისთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა, რომელსაც არ ეხებიან. „ჟიტომირის რეგიონში მტერმა გაანადგურა 1862 წელს აგებული, ღვთისმშობლის შობის ტაძარი… ესენი ადამიანები არ არიან! იყო შეთანხმება ჰუმანიტარული კორიდორის შესახებ. იმუშავა ამან? არა, სამაგიეროდ, რუსულმა ტანკებმა იმუშავეს. მათ ის გზაც კი ააფეთქეს, რომელზეც იყო შეთანხმება, რომ საკვები და მედიკამენტები უნდა გაეტარებინათ და ადამიანებამდე, ბავშვებამდე უნდა მიეტანათ მარიუპოლში. ისინი იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლითაც ხალხი გაჰყავთ ტერიტორიიდან. სამაგიეროდ, ხსნიან მცირე კორიდორს…

მეტი...

იანუკოვიჩი ზელენსკის დანებებას ურჩევს

ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვს, შეწყვიტოს სისხლისღვრა და რუსეთთან შეთანხმებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. მინდა მივმართო, ზელენსკის როგორც პრეზიდენტმა და თუნდაც  ცოტა მამა-შვილურად. ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არ არის საჩვენებელი სანახაობა, არ ნიშნავს ბრძლას უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის თავგანწირვა, გამარჯვება საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად, – აცხადებს იანუკოვიჩი.

მეტი...

რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო თუ დაწესდება, მაშინ მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გააკეთა. „ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რათა საპასუხო ზომები მივიღოთ და დავაწესოთ ემბარგო ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაზსადენის მეშვეობით“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, „რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგს მოუტანს“. მისი ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში „შავი ოქროს“ ფასი ერთ ბარელზე 300 დოლარს მიაღწევს. ნოვაკის თქმით, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ალტერნატივის სწრაფად პოვნა შეუძლებელი იქნება. ამასთან, როგორც „ბიბისი“ იუწყება, აშშ უკვე სწავლობს შესაძლებლობას, რათა რუსული ნავთობის…

მეტი...

სუმში დაბომბვებს 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ბავშვია

რუსულ ბომბებს სუმში მძინარე  ბავშვები შეეწირნენ. ავიაიერიში რუსულმა არმიამ საცხოვრებელ დასახლებაზე გვიან ღამით მიიტანა. ოციალური ინფორმაციით, დაღუპულია ათობით ადამიანი. სამაშველო ოპერაცია დგილზე ამ წუთებშიც გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ნიკოლაევიც, სადაც ოკუპანტებმა იერიში სამხედრო ყაზარმაზე მიიტანეს, სადაც 30-ზე მეტი სამხედრო იმყოფებოდა.  ამ დროისათვის მაშველები ყაზარმის ნანგრევებში გარდაცვლილებს ეძებენ. ავიერიერიშები ხორციელდებოდა ახტირკაში, ბიტიცაში,  ჩერნიახოვსა და ჟიტომირში. დაბომბვის შედეგად ნავთობის საწყობები აფეთქდა. მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. აგრესორების მთავარ სამიზნედ ისევ დედაქალაქი რჩება. რუსული სოკუპაციო ძალები კიევის მისადგომებს და მის გარშემო ქალაქებს ანადგურებენ. უკრაინელმა სამხედროებმა გამთენიისას რამდენიმე რუსული რაკეტა გაანადგურეს.

მეტი...

იაპონიისა და ავსტრალიის “შავი სიაშ” – სანქციები რამზან კადიროვსა და რუს პოლიტიკოსებს

იაპონიის მთავრობამ 32 რუს და ბელარუსელ ოლიგარქს შეზღუდვები დაუწესა. აქტივებს გაუყინავენ 12 კომპანიას. იაპონიის პერსონალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს და ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს​. სანქციები დაწესდება ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტზეც. რუსი ოფიცრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა. შეზღუდვები დაწესდება ავსტრალიიდან იმ საქონლის ექსპორტზე, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდება. სანქციების სიას პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი 10 პირი დაუმატა კანადამაც.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 450 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 450 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 693 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 798, „პისიარ“-ტესტით – 2 895. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,73%, ბოლო 14 დღის – 19,45%, ბოლო 7 დღის – 16,6%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 568 064 გამოჯანმრთელდა, 16 430 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 827 683 აცრა, დღიურად აცრილია 1 332. ამასთან,…

მეტი...

“დაბრუნდეს მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ყველა უკრაინელი მშვიდობისმყოფელი და დახმარება გაუწიოს არმიას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ მსოფლიოს მასშტაბით მყოფი უკრაინელი მშვიდობისმყოფელები დაბრუნდნენ ყველა მისიიდან და დახმარება გაუწიონ უკრაინის ძალებს. უკრაინის პრეზიდენტმა გვიან ღამით კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის მის გუნდთან ერთად რჩება კიევში და არსად დამალვას არ აპირებს. ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის გამბედაობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. მისივე ინფორმაციით, გაგრძელდება მოლაპარაკებებიც, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ 96 ჯარისკაციც დააჯილდოვა.

მეტი...

რუსი გენერალი ლიკვიდირებულია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსი გენერალი, რომელიც ხარკოვში იმყოფებოდა, ლიკვიდირებულია. ვიტალი გერასიმოვი  ჩეჩნეთის ომშიც მონაწილეობდა და ყირიმის ოკუპაციაშიც აქტიური წვლილი აქვს შეტანილი. გენერლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია რუსულ მხარეს  

მეტი...

„შეხვედრა დანაშაულის თანაორგანიზატორთან“ – 10 მარტი, ანტალია

10 მარტს რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრები თურქეთის ტერიტორიაზე, ანტალიაში შეხვდებიან. უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრო კულებამ კარგად იცის, რას ეტყვის ლავროვს შეხვედრის დაწყებამდე. „შეხვედრა 10-შია დაგეგმილი. ვნახოთ, ჩავა თუ არა ანტალიაში, მაშინ მეც ჩავფრინდები, დავსხდეთ და ვისაუბროთ. პირველი სიტყვები, რომლითაც ბატონ ლავროვს მივმართავ, ძალიან მარტივი იქნება. ვეტყვი: ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანაორგანიზატორთან. ამ მოლაპარაკებებში თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ან თუნდაც სცადოთ ამ დანაშაულის შეჩერება. ასე რომ, მოდით, სერიოზულად ისაუბრეთ” – აცხადებს დმიტრო კულება. მისივე თქმით, თუ ლავროვი აბსურდულ პროპაგანდას დაიწყებს და გაიმეორებს, რომ რუსეთი…

მეტი...

რუს ოლიგარქებს იაპონიამ აქტივები გაუყინა  

ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სანქციებს იაპონიაც უერთდება. კერძოდ, იაპონიის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამატებით,  32 რუს და ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქები აქტივებით ვერ ისარგებლებენ. იაპონიამ, აქტივების გაყინვის გარდა, რუსეთში ასევე აკრძალა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღჭურვილობის ექსპორტი. იაპონიამ რუსეთს უკრაინაში ომის გაჩაღების გამო სხვა სანქციებიც დაუწესა.  

მეტი...

რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება და ჩეჩნებს და ჯარის 100%-ს იყენებს

რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება და ტაქტიკას ცვლის. პენტაგონის ინფორმაცით, პუტინმა უკრაინის საზღვართან წინასწარ მობილიზებული 150 000-ზე მეტი ჯარისკაცის თითქმის 100 პროცენტი განალაგა. პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბიც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტი ქვეყანა შეტევას ავიაციითა და სარაკეტო დარტყმებით აგრძელებს. „ოკუპანტები გეგმავენ მიიზიდონ ყველაზე კარგ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ქვედანაყოფები რამზან კადიროვის სპეციალური რუსული გვარდიის პოლკიდან“ – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მეტი...

პუტინი აცხადებს, რომ ომში წვევამდელებს არ გამოიძახებენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადომერ პუტინი რუს ქალებს  ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. პარალელურად, აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში წვევამდელების გაწვევა არ მოხდება. „სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – აცხადებს პუტინი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რეზერვისტების მოტყიებით გაგზავნის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ დუმის წევრაც დაადასრურა და აღიშნა, რომ ერთი ბატალიონიდან მხოლოდ 4 წვევამდელი გადარჩა. დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ წვევამდელები მოტყუებით წაიყვანეს ომში და ხოცავენ

მეტი...

რუსმა ტამოვარჯიშემ მსოფლიო ჩემპიონატზე ომს მხარი დაუჭირა და „Z“ სიმბოლოთი გამოვიდა

ოკუპანტი სახელმწიფო ომის სიმბოლოებს სპორტშიც იყენებს. რუსმა ტანმოვარჯიშემ ივან კულიაკმა, რომელიც  ყატარის ქალაქ დოჰაში სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს თასის მოსაპოვებლად იბრძოდა, სპორტულ მაისურზე, დროშის ნაცვლად „Z“ სიმბოლო მიიხატა, ისევე, როგორც რუსულ ტანკებს უკრაინაში. 20 წლის კულიაკს ომის პროპაგანდისა და მხარდაჭერის გამო, სამუდამო დისკვალიფიკაციე ელოდება. ის, ომის პრპოპაგანდის სიმბოლოთი სწორედ დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვიდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. მის გევრდით კი უკრაინელი ილია კოვტუნი იდგა, რომელმაც პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ  რომ თხოვნით მიმართა ეთიკის ფონდს,  აღძრას საქმე კულიაკის წინააღმდეგ.

მეტი...