„ხომ არ დავრჩებით ხორბლის და ფქვილის გარეშე“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„მნიშვნელოვანია, ხორბლის მარაგის შევსება ნებისმიერ ფასად“ – ეს განცხადება “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ  მედიაცენტრ მთავარში გააკეთა და უპასუხა კითხვასაც ხომ არ დავრჩებით ხორბლის და ფქვილის გარეშე.

„კითხვაზე, ხომ არ დავრჩებით ხორბლის და ფქვილის გარეშე, ჩემი პასუხი შემდეგია: ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩება, თუმცა, რაც შემოვა, იქნება ძვირი და ბზარზე აისახება. ეს მოხდება სავარაუდოდ  თვენახევრის შემდეგ. შეიძლება, ამან იმოქმედოს პურის ფასზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ პირდაპირ თქვა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, სახელმწიფო ჩაერევა, მოხდება სუბსიდირება ხორბალზე ან ფქვილზე“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში.

მისი შეფასებით, რამდენით გაძვირდება ხორბალი და ფქვილი, ამ ეტაპზე, თქმა შეუძლებელია.

„გაძვირება რამდენი პროცენტით მოხდება, ამას დღეს ვერავინ იტყვის.  მსოფლიოში დიდი გადაწყობა მიდის და ბაზარზე სტაბილური ფასი არ არსებობს.  ის, რომ ხორბალი იქნება საქართველოში, ეს უკვე დიდი ფაქტორია. ჩვენთან ფქვილი იმპორტი უკრაინიდან არის 5%, რუსეთიდან კი საკმაოდ დიდი – 90%. ანალოგიურია ხორბლის იმპორტზეც.  მთლიანობაში კი რუსეთი მსოფლიოს ხორბლის 20%-ით ამარაგებდა. მსოფლიოს 130 ქვეყანა ხორბალს რუსეთიდან იღებს, რადგან მათი ხორბალი ხარისხიანია და ფასიც კონკურენტუნარიანია. მნიშვნელოვანია, ხორბლის მარაგის შევსება ნებისმიერ ფასად“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები