ჯო ბაიდენი რუსეთიდან ნავთობისა და ნახშირის აკრძალვის გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

მსოფლიო აშშ-ის  პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჯო ბაიდენი დღეს სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს, სადაც  რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ აღნიშნულ  ნაბიჯს ცალმხრივად, ევროპელი მოკავშირეების გარეშე მიიღებს, რომ ევროპელ ქვეყნებს შორის უთანხმოება არ მოხდეს. ევროკავშირის ქვეყნები კი რუსულ გაზსა და ნავთობზე მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე აშშ.

 

მსგავსი თემები