რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება და ჩეჩნებს და ჯარის 100%-ს იყენებს

რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება და ტაქტიკას ცვლის. პენტაგონის ინფორმაცით, პუტინმა უკრაინის საზღვართან წინასწარ მობილიზებული 150 000-ზე მეტი ჯარისკაცის თითქმის 100 პროცენტი განალაგა.

პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბიც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტი ქვეყანა შეტევას ავიაციითა და სარაკეტო დარტყმებით აგრძელებს.

„ოკუპანტები გეგმავენ მიიზიდონ ყველაზე კარგ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ქვედანაყოფები რამზან კადიროვის სპეციალური რუსული გვარდიის პოლკიდან“ – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მსგავსი თემები