„აშშ აწვდის უკრაინას იარაღს და ეს კიდევ გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკა და მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრეს.

„რაც დღეს მივიღეთ, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან. ვიმსჯელეთ ევროპის ლიდერებთან ერთად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად. აშშ აწვდის  შეიარაღებას უკრაინას და ეს პროცესი გაგრძელდება.  იგივე ნაბიჯს დგამს გერმანიაც. ამას გარდა, უზრუნველვყოფთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით. ასევე მათ, ვინც ლტოლვილები გახდნენ. მათ უნდა ქონდეთ ყველა საჭირო საშუალება. ჩვენ  უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება.

„მივიღებთ უფრო მკაცრ სანქციებს, რომელიც ჩამოანგრევს რუსეთის ეკონომიკას. ახლა რუბლის ღირებულება ისტორიულ მინიმუმზეა.  სანქციების დაწესება მოხდა რუსეთის ცენტრალური ბანკის მისამართით და სხვა ბანკებზეც. ისინი გაითიშნენ თანამედროვე გადახდის სისტემიდან. ეს შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს ტოვებენ, მნიშვნელოვანი კომპანიები. მათ შორის, ამერიკული კომპანიები და ეს პროცესი გაგრძელდება“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში.

 

ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კიდევ ერთხელ დაარტყა  

მსგავსი თემები