რუსმა ტამოვარჯიშემ მსოფლიო ჩემპიონატზე ომს მხარი დაუჭირა და „Z“ სიმბოლოთი გამოვიდა

ოკუპანტი სახელმწიფო ომის სიმბოლოებს სპორტშიც იყენებს. რუსმა ტანმოვარჯიშემ ივან კულიაკმა, რომელიც  ყატარის ქალაქ დოჰაში სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს თასის მოსაპოვებლად იბრძოდა, სპორტულ მაისურზე, დროშის ნაცვლად „Z“ სიმბოლო მიიხატა, ისევე, როგორც რუსულ ტანკებს უკრაინაში.

20 წლის კულიაკს ომის პროპაგანდისა და მხარდაჭერის გამო, სამუდამო დისკვალიფიკაციე ელოდება. ის, ომის პრპოპაგანდის სიმბოლოთი სწორედ დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვიდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. მის გევრდით კი უკრაინელი ილია კოვტუნი იდგა, რომელმაც პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ  რომ თხოვნით მიმართა ეთიკის ფონდს,  აღძრას საქმე კულიაკის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები