„უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, უარესი წინ არის“ – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთი რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლირების ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ მისგან უარესია მოსალოდნელი და ყველაფერი წინ არის.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს – ენტონი ბლინკენს შეხვდა. აღნიშნული განცხადება მან პრესკონფერენციაზე ბლინკენთან ერთად გააკეთა.

რაც შეეხება თეთრი სახლის წარმომადგენელს, ენტონი ბლინკენის შეფასებით, აშშ „აგრძელებს იმედს უკეთესობისკენ“, მაგრამ „უარესისთვისაც მზადაა“.

„დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება. არ წყდება ცნობები ჰუმანიტარულ დერეფნებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების შესახებ. პრეზიდენტი პუტინი რუსეთს გარიყულად აქცევს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები