იანუკოვიჩი ზელენსკის დანებებას ურჩევს

ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვს, შეწყვიტოს სისხლისღვრა და რუსეთთან შეთანხმებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

მინდა მივმართო, ზელენსკის როგორც პრეზიდენტმა და თუნდაც  ცოტა მამა-შვილურად. ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არ არის საჩვენებელი სანახაობა, არ ნიშნავს ბრძლას უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის თავგანწირვა, გამარჯვება საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად, – აცხადებს იანუკოვიჩი.

მსგავსი თემები