გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე, უკრაინის მხარეს 400-ზე მეტ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა. დაღუპულების შესახებ სტატისტიკა გაცილებით ბევრის და მისი დაზუსტება საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
„ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 801-ზე მეტი დაშავდა. უმრავლესობა ავიაიერიშებისა და დაბომბვების შედეგად დაშავდა“ – აცხადებენ გაეროში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის – ლიზ ტროსელის განცხადებით, რეალური მონაცემები გაცილებით დიდია.
რაც შეეხება უკრაინიდან დევნილ მოსახლეობას, 2 მილიონს გადააჭარბა. ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, დევნილთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, 140 000-ზე მეტი სლოვაკეთში, 190 000-ზე მეტი უნგრეთში, 80 000-ზე მეტი რუმინეთში, 80 000-ზე მეტი მოლდოვაში, 100 000-მდე რუსეთში, 500-მდე კი ბელარუსში.