ბელორუსიდან კიევისკენ მძიმე ტექნიკა დაიძრა

ბელორუსში, ქალაქ გომელიდან გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, უკრაინის მიმართულებით, ბოლორუსის გავლით როგორც მიემართება სატვირთო მატარებელი, რომელიც სავსეა ტანკებითა და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობით.

ვიდეომასალა რამდენიმე წუთიანია და ასახულია უწყვეტი ნაკადი სამხედრო შეიარაღებით დატვირთული მატარებლის.

უკრაინაში კი აცხადებენ, რო რუსული არმია კიევის ასაღებად ემზადება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის დედალაქთან  კადიროვის, ვაგნერის და “კემეროვოს” დაჯგუფების წევრები არიან მობილიზებულები.

რუსები სამი მიმართულებით უტევენ ოდესასაც. რუსული ტექნიკა ან წუთებში გაჩერებულია ოდესიდან 160 კილომეტრში. რუსები ოდესას უტევენ ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

მსგავსი თემები