პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში – კრემლი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, 2021 წელს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რაც უფლებას აძლევს მას არჩევნებში კიდევ ორი, ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი.

ცნობისთვის, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2012 წელს გახდა. მანამდე მას პრეზიდენტის თანამდებობა 2000-2008 წლებშიც ეკავა. ის ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტსაც – 1999 წლიდან 2000 წლამდე და 2008 წლიდან 2012 წლამდე.

მსგავსი თემები