დიდმა ბრიტანეთმა ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ  ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდათ ალექსანდრე აბრამოვს, ალექსანდრე ფროლოვს, აირატ შაიმიევს და ალბერტ შიგაბუტდინოვს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორები არიან, რომლებიც რუსული ფოლადის მწარმოებელ კომპანია Evraz-თან არიან დაკავშირებული.

აბრამოვს და ფროლოვს გაერთიანებულ სამეფოში აქტივები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომში მათი როლის გამო გაუყინეს. გაერთიანებულ სამეფოში აბრამოვი და ფროლოვი ერთად 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საინვესტიციო საკუთრებას ფლობენ.

ორივე მათგანს ეკრძალება დიდ ბრიტანეთში შესვლა ან დარჩენა. ამასთან, შეზღუდვები აქვთ მათ მფლობელობაში არსებული თვითმფრინავებისა და გემების გამოყენებაზე ქვეყნის მასშტაბით.

 

მსგავსი თემები