ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი  მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი  მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებს. მისივე თქმით, მან უკვე იცის რუსეთთან მოლაპარაკება რით დასრულდება.

„ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით იქ (რუსეთთან მოლაპარაკებებზე). ჩვენთვის იქ ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია. ამიტომ მე არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს არ იქნება „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან პრაგმატული ურთიერთობები, რადგან ისინი ძალიან საშიშები არიან. ახლა ჩვენ ვხედავთ მათი პოლიტიკის შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები