გერმანიამ იარაღის მარაგი ამოწურა და უკრაინად ვერ მიაწვდის

უკრაინის ერთ-ერთი მხარდამჭერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ ყველაფერი გააკეთა ომში მყოფი უკრაინის დასახმარებლად. საუბარია იარაღით მომარაგებაზე. როგორც შოლცი განმარტავს, გერმანიამ იარაღის მარაგი ამოწურა.

,,მზად ვართ, უკრაინისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ. გერმანიამ უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის მარაგი ამოწურა. თუმცა, ვაპირებთ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ,  მიწოდების თანხა გადავიხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიმუშაოთ მწარმოებლებთან, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდება იქნეს უზრუნველყოფილი“ – აცხადებს გერმანიის კანცლერი.

ზელენსკი ლიდერებს საცავების გახსნისკენ და იარაღი უკრაინაში გადასროლისკენ მოუწოდებს

 

მსგავსი თემები