ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში უკრაინისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის იქნება ახალი დახმარების პაკეტი, დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.  ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა უკრაინას, მათ შორის საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა და უპილოტო სანაპირო თავდაცვის კატარღები.

თუ ახალი დახმარების პაკეტი იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორც მოსალოდნელია, თებერვლიდან აშშ-ის  უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

 

მსგავსი თემები