ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

08:00 საათის ინფორმაციით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ცეცხლი უკიდია სასწავლო ცენტრს, რომელიც უკრაინაში ყველაზე მსხვილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.

ალექსანდრ სტარუხი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ის ესაუბრა ატომური ელექტროსადგურის უფროსს და მან დაარწმუნა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

მერის ინფორმაციით საშიშროებიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეწყვეტილა, რომ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისთვის მეხანძრეებს შესვლის უფლება მისცეს, ადგილზე 10 სახანძრო და 40 მეხანძრე შეუშვეს.

უკრაინა და მთელი კონტინენტი ასცდა ბურთვულ რეაქტორთან დაკავშირებით საშიშროებას.

მსგავსი თემები