„დავით ბაგრატიონის გაცემულ ჯილდოებს ძალა არ აქვს“ – ადვოკატი

„როგორი ჯიდლოც უნდა შექმნას და ვისაც უნდა, გადასცეს, მხოლოდ არ გამოიყენოს სახელი, რომელიც მას არ ეკუთვნის“, – ამის შესახებ მოსარჩელე სამეფო ოჯახის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

„დავით ბაგრატიონის გაცემულ ჯილდოებს არანაირი ძალა აქვს. ზოგადად, ორდენთან მიმართებაში, იურიდიული ძალის საკითხი აქტუალური არც არის. არანაირი იურიდიული ძალის მატარებელია ის ჯოლდოები, რომელსაც დავით ბაგრატიონი სამეფო ოჯახის სახელით არიგებს.

მთავრია, ვისი სახელით ხდება ამ ორდენის გადაცემა. დავით ბაგრატიონს უფლება აქვს, ორდენს დაარქვას ჯილდო თუ რაც უნდა, რა ჯილდოც უნდა, ის შექმნას და ვისაც უნდა, იმას გადასცეს, თუმცა, არ უნდა გამოიყენოს სამეფო ოჯახის სახელი, რომელიც მას არ ეკუთვნის“, – აღნიშნა ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები