ზაზა სარალიძე ხელისუფლებას დროს 10 ივნისამდე აძლევს – რა უთხრა პრემიერმა შვილმოკლულ მამას

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. დაზარალებული ხელისუფლებას კონკრეტულ ვადას აძლევს, თუ პირობა არ შესრულდა, სისტემის დანგრევასთან დაკავშირებით მოთხოვნა ისევ გაჩნდება. „ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ამ საქმესთან დაკავშირებით,  თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს”, – განაცხადა სარალიძემ. ​როგორც მოკლული მოზარდის მამა ამბობს, პრემიერის დაპირების მიუხედავად აქციების შეწყვეტას არ აპირებს და ის პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. “საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები,…

მეტი...