ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

​საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას ტოვებს და იმედოვნებს, რომ პროექტები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად შეიქმნა, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ქვეყანას. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ ქევხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.    “ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს…

მეტი...