“როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ მზად უნდა იყო, რომ ვიღაც გაგინებს” – ზაურ ხალილოვი

  არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი” ზაურ ხალილოვი, ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადამიანებს შორის ანგარიშსწორების მსგავსი ფორმები მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, უარყოფითად აფასებს პროკურატურის ქმედებას, რადგან მარნეულის მერი მანამდე დააკავეს, სანამ მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი ფაქტები იქნებოდა მოძიებული. როგორც ზაურ ხალილოვმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სამართალდამცავების ოპერატიული ქმედება მისთვის არაფერს ნიშნავს, გარდა საზოგადოებაში ქულების ჩაწერის სურვილისა. “მე უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებდი, თუ კონკრეტულად რა მოხდა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა  არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. არაერთი ადამიანი არის ამ საქმეში ჩართული და ალბათ გამოძიება გასცემს კითხვებზე…

მეტი...