სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი “ქართულ ოცნებაში” განხეთქილების მიზეზი არ იქნება – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრ ბექა ნაცვლიშვილის აზრით, პარტია “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მმართველ გუნდში სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნება” დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი პარტიაა და უბრალოდ საჭიროა, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის პროგრამული არჩევნები, ეს არის პიროვნების არჩევნები და ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ქვეყნის მორალური სახე. “უმრავლესობა არის სხვა და პარტია “ქართული ოცნება” სხვა. განხეთქილებას პარტიაში…

მეტი...