იაპონიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაკარგულად ითვლება. BBC-ს ცნობით, სტიქია იშიკავას პრეფექტურაში მძვინვარებს. რეკორდული რაოდენობის ნალექის გამო 10-ზე მეტი მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან და დატბორა გზები, რის გამოც 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ რეგიონი ჯერ კიდევ ცდილობს იანვარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას, რომელსაც 236 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქვემო ქართლში, სოფელ მამიშლარში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 2,5 მაგნიტუდა შეადგინა. მომხდარის შესახებ, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

ისრაელი „ჰეზბოლას“ პოზიციებზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებს

ისრაელელი სამხედროები ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე მასშტაბურ ავიაიერიშს ახორციელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ლიბანის მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა და მოუწოდა თავი აარიდონ ტერიტორიებს, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. გასულ უქმეებზე „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლა. შეტევები მსოფლიო ლიდერების განცხადებების ფონზე ხორციელდება, რომლებიც მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

ინფორმაცია მათთვის, ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობს

ამ დროისთვის, თბილისში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც შენობაში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე გამვლელებს. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერია საზოგადოებას ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას სთავაზობს. პროგრამის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მცხოვრებლები შეთანხმდებიან და შესაბამის სამსახურს შენობის ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართავენ, მერია ავარიული საცხოვრებლის დემონტაჟზე და მის ნაცვლად თანამედროვე შენობის აშენებაზეა პასუხისმგებელი. პროგრამა მხოლოდ მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომლის ხარისხიც V, IV ან III კატეგორიით ფასდება. როგორც თბილისის განვითარების ფონდის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა განაცხადა, ავარიული სახლის ჩანაცვლებად განისაზღვრა დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობის განთავსება ისე, რომ…

მეტი...

კესარია აბრამიძის დის პირველი კომენტარი – რას ამბობს ანა აბრამიძე

კესარია აბრამიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მსახიობი და მოდელი ვაკის სასაფლაოზე გუშინ დაკრძალეს. მედიასთან პირველი კომენტარი კესარია აბრამიძის დამ, ანამ გააკეთა და მომხდარის შესახებ ისაუბრა: „ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, სადმე გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა. ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ცხოვრებაში, მართლა ვერ წარმომედგინა საერთოდ მას რომ რამე დამართოდა. ბექა ჯაიანის სახელის ხსენებაც არ მინდა. ვიცი, რომ არ მოვწონდი მე და ეს ყველაზე მეტად მახარებს. მილიონი ადამიანი დაადასტურებს, რომ მხოლოდ მასზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა, ეჭვიც კი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ…

მეტი...

,,ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი. ამის შესახებ მან კვირას პარიზში გამართულ ღონისძიებაზე შეხვედრა მშვიდობისთვის ისაუბრა, რომელიც ორგანიზებული იყო Sant’Egidio-ს კათოლიკური საზოგადოების მიერ. ,,ომის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან”, – განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, ხვალინდელი მშვიდობა ევროპაში ახალ ფორმაში და ახალ რეალობაში მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას. ,,ეს უდავოდ არის დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ჩვენი ამჟამინდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა, რადგან იგი ჩაფიქრებული იყო მეორე მსოფლიო…

მეტი...

ქუთაისში, ხანძთელის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს

სუპერმარკეტ ,,გვირილას” თანამშრომლებს დილით მაღაზიის კარის მინა გატეხილი დახვდათ. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია სეიფი, სავარაუდოდ, თანხით და სიგარეტები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

სამხრეთ აფრიკაში, ერთ დღე-ღამეში, რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ერთ დღე-ღამეში, რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა. უხვი ნალექის გამო ავტომაგისტრალებზე ავტომობილები ჩაიხერგნენ, ამის გამო მძღოლებს მანქანებში მოუწიათ ღამის გათევა. პარალიზებული იყო შემოვლითი გზებიც. საგზაო დეპარტამენტებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ადგილობრივი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ნალექის ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე, არ გავრცელებულა.

მეტი...

ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. Dailymai-ის ცნობით, ალაბამას უნივერსიტეტთან მომხდარი სროლისას ეჭვმიტანილ, შეიარაღებულ პირს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ,,დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვავლინოთ და ამოვიცნოთ, ვინ იყო პასუხისმგებელი მომხდარზე”, – აცხადებენ პოლიციაში. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად 5000 დოლარის ოდენობით ჯილდოც დაწესდა. დაშავებულების ნაწილი ალაბამას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. პოლიციას მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები გადაკეტილი აქვს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსეთში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა

რუსეთის პლესეცკის კოსმოდრომის ერთ-ერთ გასაშვებ მოედანზე რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის RS-28 Sarmat-ის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების” რუსული სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, რაკეტა, სავარაუდოდ, აფეთქდა შახტში და ფაქტობრივად გაანადგურა სასტარტო მოედან „იუბილეინაიას“ ინფრასტრუქტურა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფეთქება შეეძლო გამოეწვია სარაკეტო თხევად საწვავს, ანუ გაშვება შეიძლებოდა არც კი მომხდარიყო. ცნობისთვის, RS-28 „სარმატი“ შექმნილია საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად. როგორც ამტკიცებენ, რაკეტას აქვს 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი და შეუძლია 10-15 ბირთვული საბრძოლო თავი გადაიტანოს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ გასული წლის აპრილში გამოაცხადა. შემდგომში დაიწყო რაკეტების სერიული წარმოება. მონაცემები…

მეტი...

91 წლის ასაკში პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. ,,მწერალთა სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თვალსაჩინო პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. გივი შაჰნაზარი დაიბადა 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომები: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). გივი შაჰნაზარმა ქართულ…

მეტი...

თურქეთში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა

თურქეთში, ევშეჰირის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. მედია წერს, რომ მიკროავტობუსს ტურისტები გადაჰყავდა, როცა კაპადოკიიდან ანტალიისკენ მიმავალ გზაზე ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის 15 ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდია. პოლიციის ინფორმაციით, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.

მეტი...

ნოემბრის არჩევნებში მარცხის შემთხვევაში, ტრამპი 2028 წელს კენჭისყრას აღარ აპირებს

ნოემბრის არჩევნებში წაგების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2028 წლის არჩევნებში კენჭისყრას აღარ აპირებს. ამერიკელი ჟურნალისტის, შერილ ატკინსონის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი კვლავ კენჭისყრას თუკი 2024 წლის არჩევნები მისთვის წარუმატებელი იქნება, ტრამპმა უპასუხა: ,,არა, არა მგონია. ვფიქრობ, ეს ბოლო იქნება”. ,,იმედია, ჩვენ ამ არჩევნებში წარმატებას მივაღწევთ”, – დაამატა ტრამპმა.

მეტი...

იტალიიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქართველის დეპორტაცია განხორციელდა

იტალიის სამხრეთით, რეგიონ მოლიზედან, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხიდან გამოსვლისთანავე საქართველოს მოქალაქე პოლიციის თანამშრომლებმა საიმიგრაციო ოფისიდან აიყვანეს. მისი ფრენა ჩამპინოს აეროპორტიდან ქუთაისისკენ განხორციელდა.

მეტი...

დღეს წვიმა და ქარია მოსალოდნელი

23 სექტემბერს საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება, ჰაერი +26°-მდე გათბება. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დღისით დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +21, +26°; მთაში დღისით +19, +24°; მაღალმთაში დღისით +14, +19°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულებჰის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +21, +26°; მთაში დღისით +18, +23°; მაღალმთაში დღისით +8, +13°, ზოგან +18°-მდე.

მეტი...

საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად საქართველოს PACE-ს დელეგაცია ეწვევა

საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა. თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

,,უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ჩვენ ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივდივართ პენსილვანიაში, სპეციალური ვიზიტით. შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. სწორედ ამ შემოდგომაზე გადავწყვეტთ, რა იქნება შემდეგ ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს ჩვენ გამარჯვებას, საერთო გამარჯვებას სჭირდება, – ჭეშმარიტად სამართლიანი სამყაროსთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში. მისი თქმით, ვიზიტის დროს უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უკრაინის გამარჯვების გეგმა გადაეცემათ. ის ასევე წარედგინება კონგრესს და შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს. მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ…

მეტი...