ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. Dailymai-ის ცნობით, ალაბამას უნივერსიტეტთან მომხდარი სროლისას ეჭვმიტანილ, შეიარაღებულ პირს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

,,დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვავლინოთ და ამოვიცნოთ, ვინ იყო პასუხისმგებელი მომხდარზე”, – აცხადებენ პოლიციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად 5000 დოლარის ოდენობით ჯილდოც დაწესდა. დაშავებულების ნაწილი ალაბამას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

პოლიციას მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები გადაკეტილი აქვს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები