იაპონიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაკარგულად ითვლება.

BBC-ს ცნობით, სტიქია იშიკავას პრეფექტურაში მძვინვარებს. რეკორდული რაოდენობის ნალექის გამო 10-ზე მეტი მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან და დატბორა გზები, რის გამოც 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ რეგიონი ჯერ კიდევ ცდილობს იანვარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას, რომელსაც 236 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები