,,უკრაინა პუტინის მკვლელობას გეგმავდა” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

,,უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის ანდრეი ბელოუსოვის მკვლელობას გეგმავდნენ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, პუტინზე და ბელოუსოვზე თავდასხმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს დაურეკა და უთხრა, რომ მათ უკრაინელების გეგმის შესახებ იციან. „მოსკოვმა და ვაშინგტონმა ესკალაციის ახალი ფაზის თავიდან აცილება შეძლეს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

მეტი...

სტუდენტური პროტესტის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ, ბანგლადეშში პარლამენტი დაითხოვეს

სტუდენტური პროტესტის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ, ბანგლადეშში პარლამენტი დაითხოვეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სტუდენტური აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ სამხედრო ხელმძღვანელობით მთავრობას და თქვეს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი დათანხმდა იყოს დროებითი მთავრობის მთავარი მრჩეველი. ცნობისთვის, გუშინ ბანგლადეშის პრემიერი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. ეს ხდება ანტისამთავრობო პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორშაბათს ხალხი შეიჭრა ჰასინას ოფიციალურ რეზიდენციაში, დედაქალაქში იყო ძარცვა და არეულობა. ქვეყნის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ იქნება დროებითი მთავრობა და ჩატარდება ახალი არჩევნები.

მეტი...

,,გვახსოვს 2008 წლის აგვისტო” – ბერლინში, 10 აგვისტოს, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართებაგ

გერმანიაში, ბერლინში, 10 აგვისტოს, 14:00 საათზე ბრანდენბურგის კარიბჭესთან, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორი მოძრაობა ,,გზაა”. აქტივისტების ცნობით, ამ დემონსტრაციით სურთ კიდევ ერთხელ გააჟღერონ ანტიიმპერიალისტური ხმა ევროპაში და მხარი დაუჭირონ რუსეთის მიერ ჩაგრულ სხვა ხალხებს. ,,10 აგვისტოს, 14 საათზე, ბრანდენბურგის კარიბჭესთან იმართება საპროტესტო აქცია რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან, როდესაც რუსეთი 7 აგვისტოს თავს დაესხა საქართველოს, 16 წელი სრულდება. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, განსაკუთრებით, პუტინის ძალაუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, მით უფრო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზაზე და, ამ მხრივ, არ ერიდება მათ…

მეტი...

„ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი“ – რას ამბობს ილია სულამანიძის მასწავლებელი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები 4 აგვისტოს, გვიან ღამით, საქართველოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში უამრავი გახარებული გულშემატკივარი დახვდა. როგორც აღმოჩნდა, ოლიმპიადაზე გაემგზავრა ტყიბულის 1-ელი საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ლელა ქურციკიძეც, რომელიც ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი ძუდოისტის, ილია სულამანიძის მასწავლებელია. მან ილიას დანაპირები შეუსრულა და მოსწავლის ასპარეზობას დაესწრო. „პრინციპულად ოლიმპიურ ოქროს ველოდი, მისი შესაძლებლობიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე. ჰოდა, ახლა ახალი პირობა და „მოთხოვნა” მაქვს ოლიმპიურ ოქროს შემდეგ ოლიმპიადაზე პირადად „ჩავიბარებ“, ლოს-ანჯელესში. ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი. თვითონ ერთ ინტერვიუში თქვა, არცთუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავიო…

მეტი...

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისურის შტატის შუამდგომლობა, გაუქმებულიყო დონალდ ტრამპის განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას უკავშირდება. მისურის შტატი სარჩელში ამტკიცებდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე არღვევს ამომრჩეველთა უფლებას აშშ-ის კონსტიტუციით, რომ მათ „მოისმინონ და ხმა მისცენ საპრეზიდენტო კანდიდატს“. სარჩელი მისურის გენერალურმა პროკურორმა ნიუ-იორკის შტატის წინააღმდეგ 3 ივლისს შეიტანა. Შტატებს შორის სამართალწარმოება უშუალოდ უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც…

მეტი...

„ცაჰალმა“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სადაზვერვო ოპერაციის დროს ღაზის სექტორში „ჰამასის“ კონტრაბანდის მეთაურის მოჰამედ მაჰასნეს ლიკვიდაცია შეძლო. ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაჰასნე ღაზაში სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდით იყო დაკავებული, რომელსაც „ჰამასი“ ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა. როგორც ისრაელის თავდაცვის არმია წერს, მაჰასნე საქონლის კონტრაბანდას ზღვით და ღაზაში მოწყობილი სპეციალური გვირაბებით ეწეოდა. მისი ლიკვიდაცია ღაზის სექტორში „ჰამასის“ კონტრაბანდის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეამცირებს. ,,გასულ დღეს ისრაელის არმიამ საერთო ჯამში ღაზაში 45 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლო”, – განაცხადეს „ცაჰალში“.

მეტი...

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს – Corriere dello Sport

ხვიჩა კვარაცხელიასთან „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურებას გაუზრდის. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გარემოცვას „ნაპოლი“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად უახლოეს მომავალში შეხვდება. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტეს „პარტენოპეიში“ მისვლის შემდეგ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად ინტერესდებოდა და ,თითქოს, ქართველიც მზად იყო წასვსლითვის, მაგრამ კონტესთან საუბარმა იტალიაში დარჩენა გადააწყვეტინა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელსა და მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შეხვდება, რათა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. დე ლაურენტისი კვარაცხელიას ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებს, რომლის საწყისი ხელფასი სეზონში ხუთი…

მეტი...

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99 პროცენტი მოიპოვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99% მოიპოვა. ინფორმაცია დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ხუთდღიანი ელექტრონული ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გაავრცელა. კამალა ჰარისი იყო ერთადერთი კანდიდატი ელექტრონულ კენჭისყრაში. ახლა მისი კანდიდატურა ოფიციალურად პარტიის ეროვნულ ყრილობაზე უნდა დადასტურდეს. ყრილობა 19 აგვისტოს დაიწყება. დაახლოებით 4 500 დელეგატმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე ხმის მიცემა გასულ კვირას დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი კი ორშაბათს დასრულდა. კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მეტი...

ხვალიდან ამინდი შეიცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია, დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 6 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 აგვისტოს – დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, სამტრედია, ოზურგეთი) 6-8 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.…

მეტი...

შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც კი, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა – საია

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დრომდე ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება. საიას შეფასებით, პრობლემურია, რომ ქვეყანას კვლავ არ გააჩნია ადრეული გაფრთხილების სისტემები, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციას/მინიმუმამდე შემცირებას და წარმოადგენს,როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო – პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას. ,,დღეის მონაცემებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ იკვეთება, რომ შესწავლილი და…

მეტი...

ბორელი ახლო აღმოსავლეთში მორიგი კატასტროფის თავიდან აცილების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საჭიროა ახლო აღმოსავლეთში მორიგი კატასტროფის თავიდან აცილება. „ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, რაც მას გაუგონარი მასშტაბების ომის ზღვარზე აყენებს. ჩვენ ყველამ მორიგი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ. გზა გარკვეულწილად შეთანხმებულია: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, ახლავე“, – წერს ბორელი. მისი თქმით, ყველა, ვინც დეესკალაციის გზას გადაეღობება და ხელს შეუშლის, პასუხისგებაში იქნება მიცემული. ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, ხოლო თეირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ირანი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და…

მეტი...

,,არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის” – მიხეილ სარჯველაძე

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის მიერ შეჩერებული დახმარების გამო, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წყვეტს მუშაობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – გააცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მან მოუწოდა ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ გარკვეულ საკითხებს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. „საუბარია…

მეტი...

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ბანანის ტვირთში დამალული 1 მილიონი დოლარის კოკაინი ამოიღო

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, 1 მილიონ ევროზე (1.10 მილიონი დოლარი) მეტის ღირებულების კოკაინი ამოიღეს, რომელიც დამალული იყო საზღვაო კონტეინერში, რომელსაც ბანანები გადაჰქონდა. ნარკოტიკი, რომელიც ორშაბათს პირეუსის პორტში მდგომი გემიდან ამოიღეს, იპოვეს ათენში აშშ-ს საელჩოს შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო განყოფილების დახმარებით. ხელისუფლებამ იპოვა დაახლოებით 35 კგ (77 ფუნტი) კოკაინი 30 შეფუთვაში, რომელიც დამალული იყო კონტეინერის გაგრილების სისტემაში, რომელიც სავსე იყო ეკვადორიდან ბანანის ტვირთით. მაისში საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გაანადგურეს საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფი, რომელიც კოკაინით ვაჭრობდა ლათინური ამერიკიდან ევროპაში, კონტეინერების საშუალებით.

მეტი...

მკვლელობა სოფელ ქეშალოში – სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. 2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა”, – ნათქვამია განცხადებაში. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების…

მეტი...

6 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” მუშაობას დროებით შეაჩერებს

6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, საბაჟოს დროებით შეჩერების პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. ,,6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, (ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით…

მეტი...

6 დღეა, ჰამბურგში, ალექსანდრე ბებიაშვილს ეძებენ

6 დღეა, ჰამბურგში, ალექსანდრე ბებიაშვილს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი ჰამბურგიდან ბერლინში გამგზავრებას გეგმავდა, რა დროსაც მისი კვალი გაქრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ,,იძებნება ალექსანდრე (სანდრო) ბებიაშვილი!!! 30 ივლისს გაემგზავრა ქალაქ ჰამბურგში მატარებლით ჰამიდან (Hamm), საიდანაც გეგმავდა ბერლინში გამგზავრებას. მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. არ ჰქონდა თან საბუთები. გთხოვთ თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას სანდროს შესახებ, რომელმაც დაკარგა საბუთები, გამომეხმაურეთ”, – წერს დაკარგულის ახლობელი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისულ ვიტალი გუგუჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მან ჟურნალისტებთან ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მომხდარის უკან ,,ოცნების” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგას. ,,დიდი მადლობა ხალხო ამ უზარმაზარი და წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რასაც ეს თვეებია თქვენგან ვიღებ! რომ არა თქვენი თანადგომა არც კი ვიცი როგორ გადაიტანდა ამ სტრესს ჩემი ოჯახი!…

მეტი...

რუსეთის სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში აფეთქება მოხდა ქარხანა ,,ავანგარდში”, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაირუპა. ინფორმაციას მედია ,,როსტეხიაზე” მითითებით ავრცელებს, რომელიც ქარხნის მფლობელია. მედიის ცნობით, აფეთქება სახელოსნოში მოხდა, სადაც ,,როსტეხის” თანამშრომლები ძველი მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდნენ. არსებული ინფორმაციით, მუშების მთელი გუნდი დაიღუპა. ბაშკირეთის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ მუშებმა მიიღეს თერმული დამწვრობა, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპნენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ხვალიდან ქართველი ძალოსნები პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვებიან

ხვალიდან ქართველი ძალოსნები ტაილანდის მსოფლიო თასზე პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ,,საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი 23 ივლისიდან პარიზში იმყოფება და აქტიურად ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის. ჩვენი ძალოსნები ასპარეზობაში 7 აგვისტოდან ჩაერთვებიან. პირველი იასპარეზებს შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელიც სამწუხაროდ ტრავმის გამო მაქსიმალური დატვირთვით ვერ შეძლებს ასპარეზობას. 10 აგვისტოს კი პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოვლენ ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ორგზის ოლიმპიური, 7 გზის მსოფლიოს და 7 გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე( +102 კგ)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ერაყში, ორშაბათს, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ერაყის უსაფრთხოების ორი წყაროს ცნობით, თავდასხმა ერაყის დასავლეთით, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე მოხდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, 2 რაკეტა “კატიუშა” გაისროლეს, ისინი ბაზაზე ჩამოვარდა. ,,ბაზის პერსონალი ატარებს თავდასხმის შემდგომ ზარალის შეფასებას,” – განუცხადა ოფიციალურმა წყარომ Reuters-ს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ერაყში იმ პირებს დაარტყა, რომლებიც ამერიკული მხარის ცნობით, დრონების გასაშვებად ემზადებოდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ აშშ-სა და კოალიციის ძალებს. პარალელურად აშშ აკვირდება, შეასრულებს თუ არა ირანი დადებულ…

მეტი...

„თქვენც და მეც არ ვიცით რაზე ვაწერთ ხელს“ – პრეზიდენტი ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოყვანაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის შემოყვანის საკითხზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს. „არასწორია ჩინეთის საკითხის ასე დაყენება, რომ ან შავი ან თეთრი, მთელი მსოფლიო ვაჭრობს ჩინეთთან, რომლის არის ერთი-ერთი უდიდესი სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკური თვალსაზრისით, ასე რომ, იმის თქმა, რომ საქართველო სხვანაირად უნდა მოიქცეს და კედლები ააშენოს სისულელე იქნებოდა და ამას მე ნამდვილად არ ვუჭერ მხარს, სხვა არის ანაკლიის საკითხი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ოჩამჩირის გეგმა დღეს, პორტის…

მეტი...

,,ეს მთავრობა რომ იყოს ნამდვილად პატრიოტი, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით NATO-ს რომელიმე შეხვედრაზე” – სალომე ზურაბიშვილი

,,ეს მთავრობა რომ იყოს ნამდვილად პატრიოტი, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით NATO-ს რომელიმე შეხვედრაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა და დასავლეთის მხრიდან საქართველოთი დაინტერესების, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაის საკითხს გამოეხმაურა. ,,ეს არის სერიოზული პრობლემა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სხვა პირობებში რომ ვიყოთ და ეს მთავრობა რომ იყოს ნამდვილად პატრიოტი და ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით NATO-ს რომელიმე შეხვედრაზე, სადაც საუბარი იქნებოდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. თუ ვაინტერესებთ დღეს დასავლეთს, ვაინტერესებთ არამხოლოდ კავკასიის გამო, არამედ ასევე ვაინტერესებთ სწორედ შავი ზღვის გამო.…

მეტი...

,,ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანმა აცნობა, რომ ,,ისრაელზე თავდასხმას აპირებს”. როგორც The Jerusalem post წერს, ისრაელ კაცს ირანის გზავნილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გადასცა, რომელსაც, თავის მხრივ, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერიმ უთხრა. ,,ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს. ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ირანი განახორციელებს, მსოფლიომ საფასური უნდა აზღვევინოს”, – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

ოქროსმედალოსანი, რომელმაც ოლიმპიურ სოფელში ცუდ პირობებზე ისაუბრა, პარიზის ერთ-ერთ პარკში მძინარე ნახეს

იტალიელ მოცურავეს და ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნს, ტომას ჩეკონს პარიზის ერთ-ერთ პარკში ეძინა. ფოტო პრესაში და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩეკონს ფოტო საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით: „დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე“- ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror  ავრცელებს. ტომას ჩეკონმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება პარიზის თამაშების ორგანიზატორებისადმი და ოლიმპიურ სოფელში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა: „ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა და საკვებიც უვარგისია. ბევრმა სპორტსმენმა ამ მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი  დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ეს არის რეალობა, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის“. ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს, თითქოს ტომას ჩეკონს თავშესაფარი…

მეტი...

ცოტნე გამსახურდია 48 წლის გახდა

დამოუკიდებელი საქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 48 წლის გახდა. მისი მეუღლე ანა ჯაბაური ცოტნეს დაბადების დთეს ასე ულოცავს: “ტკივილიანი და იმედიანი 48. HB ცოტნე”- წერს ანა ჯაბური. ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს მძიმედ დაჭრეს. მას თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე, მკურნალობის კურსს გადის.

მეტი...

“ვიპოვეთ ცოცხალი”- ანა გიუნტერმა დაკარგული და იპოვა

ტელეწამყვანმა ანა გიუნტერმა დაკარგული და იპოვა. ამის შესახებ, გიუნტერმა სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. “ვიპოვეთ ცოცხალი, მადლობა” – წერს გიუნტერი. ცნობისთვის, ტელეწამყვანმა საკუთარი დის დაკარგვის შესახებ ცოტახნის წინ დაწერა.  

მეტი...

“ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“- პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

“ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას რევანშს და რეპრესიებს ჰპირდება. „ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერი უთხრა და არაფერი ახსნა, რატომ გადაახვევინა კურსიდან, იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ქვეყანა იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა – გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არ დაგვავიწყდა? – რა ბედნიერება იყო ხალხში და ყველა ყველას ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა…

მეტი...

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა – ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი…

მეტი...

“ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „მკაცრი და მკაფიო“ განცხადებები გასაკვირი არაა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც უპასუხა კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ხმამაღალი და პირდაპირი“ განცხადებების შესახებ. „არ მიკვირს ამერიკის რეაგირება, განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როდესაც 30 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე როგორ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად და ახსნის გარეშე გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს, შემოდის გაუგებარი, გაუგონარი კონსპირაციის თეორიები. რანაირად უნდა რეაგირებდეს ამერიკა? ცხადია, მათი მკაფიო და მკაცრი რეაგირება…

მეტი...

“ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე”- პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სრულად დამოკიდებულია არჩევნებზე. „ევროკავშირში გაწევრიანებაარის მთელი ჩვენი დღევანდელი და მთელი საზოგადოების ამოცანაა. ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე. ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად…

მეტი...

პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ. მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია. ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ გაუშვა ორჯერ…

მეტი...

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პატარა გულშემატკივრებთან (video)

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. მათ შორის იყვნენ პატარა ქომაგებიც. ბექაურთან ერთად პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც დაბრუნდა.  

მეტი...

ბრიტანეთში არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს. „ველით, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან პოლიციელები მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დამნაშავეთა დაკავებას განაგრძობენ“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გევინ სტივენსმა. ცნობისთვის, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.

მეტი...

„არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე სააკაშვილის პლაკატი“- პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი“– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. „სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი. პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის…

მეტი...

„შემოფორთხდნენ და დაუარეს ცეკვა“- ბავშვები არტ-გენის კონცერტზე  (video)

“შუა კონცერტზე შემოფორთხდნენ და დაუარეს ცეკვა”- ამ სათაურით ვრცელდება ვიდეო ფესტივალიდან  „არტ-გენი 2024“. კადრებში ორი პატარა ჩანს, რომლებიც სცენაზე ერთობიან.  

მეტი...

მდინარე დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი განახორციელა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „უსაფრთხოების მიზნით, 6 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. კერძოდ, N367 ავტობუსი სოფელი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით მოძრაობისას, დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისკენ, საიდანაც კვლავ გელოვანის გამზირზე გადავა და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება N327 და N389 ავტობუსებს, რომლებიც ვაშლიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებიან, მდინარე დიღმურას ხიდის…

მეტი...