6 დღეა, ჰამბურგში, ალექსანდრე ბებიაშვილს ეძებენ

6 დღეა, ჰამბურგში, ალექსანდრე ბებიაშვილს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი ჰამბურგიდან ბერლინში გამგზავრებას გეგმავდა, რა დროსაც მისი კვალი გაქრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

,,იძებნება ალექსანდრე (სანდრო) ბებიაშვილი!!!

30 ივლისს გაემგზავრა ქალაქ ჰამბურგში მატარებლით ჰამიდან (Hamm), საიდანაც გეგმავდა ბერლინში გამგზავრებას. მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. არ ჰქონდა თან საბუთები.

გთხოვთ თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას სანდროს შესახებ, რომელმაც დაკარგა საბუთები, გამომეხმაურეთ”, – წერს დაკარგულის ახლობელი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები