ბრიტანეთში არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს.

„ველით, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან პოლიციელები მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დამნაშავეთა დაკავებას განაგრძობენ“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გევინ სტივენსმა.

ცნობისთვის, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.

მსგავსი თემები