სტუდენტური პროტესტის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ, ბანგლადეშში პარლამენტი დაითხოვეს

სტუდენტური პროტესტის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ, ბანგლადეშში პარლამენტი დაითხოვეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტუდენტური აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ სამხედრო ხელმძღვანელობით მთავრობას და თქვეს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი დათანხმდა იყოს დროებითი მთავრობის მთავარი მრჩეველი.

ცნობისთვის, გუშინ ბანგლადეშის პრემიერი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. ეს ხდება ანტისამთავრობო პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორშაბათს ხალხი შეიჭრა ჰასინას ოფიციალურ რეზიდენციაში, დედაქალაქში იყო ძარცვა და არეულობა. ქვეყნის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ იქნება დროებითი მთავრობა და ჩატარდება ახალი არჩევნები.

მსგავსი თემები